თავში

კორონავირუსთან დაკავშირებით ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს - VIDEO

კორონავირუსთან დაკავშირებით ამირან გამყრელიძე მიმართვას აელებს - VIDEO
კორონავირუსთან დაკავშირებით ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს - VIDEO

"საქართველო ამ ეტაპზე ითვლება უსაფრთხო ქვეყნად ,თავისუფალ ზონად ამ ინფექციის თვალსაზრისით, თუმცა რა თქმა უნდა საფრთხე იმისა, რომ ინფექცია დაფიქსირდეს საქართველოში, არსებობს",- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, გავრცელებულ ვიდეო-მიმართვაში აცხადებს.

ამირან გამყრელიძე, მედიასაშუალებებს მოუწოდებს, ე.წ "პრაიმტაიმებში" დრო დაუთმონ მოსახლეობისთვის, სწორი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდებას.

"მოგეხსენებათ, ჩინეთში მიმდინარე კორონავირუსის ეპიდ-აფეთქებასთან დაკავშირებით, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ტარდება შესაბამისი შემაკავებელი და პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის რა თქმა უნდა ჩვენთან, საქართველოში. პრევენციული და შემაკავებელი ღონისძიებების გატარებაში, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის სწორ ინფორმირებულობას, მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებას და სწორი მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინფორმაცის მიტანას მოსახლეობამდე. მოვუწოდებ საქართველოს მოსახლეობას, რომ ისარგებლონ ძირითადად იმ ინფორმაციებით რომელიც ვრცელდება ოფიციალურ წყაროებში. ოფიციალური წყაროები გახლავთ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, აშშ-ს დაავადებათა კონტროლის, ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრი. ამ ოთხი მთავარი წამყვანი საერთაშორისო წამყვანი ჯანდაცვითი ინსტიტუციის, ინფორმაციებზე დაყრდნობით, საქართველეოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი, პერმანენტულად ავრცელებს საინფორმაციო მასალას საქართველოს მოსახლეობისთვის, ქართულ ენაზე. გთხოვთ რომ ენდოთ ამ ინფორმაციას და ისარგებლოთ იმ გზავნილებით, რაც თავსდება ჩვენს ვებსა და ფეისბუქზე. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი როდესაც არსებობს საფრთხე ამ ეპიდ-აფეთქების. კიდევ უფრო მეტად გავრცელების თავიდან ასაცილებლად საჭიროა უფროდაუფრო მზარდი ზომებისა და ღონისძიებების მიღება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციებს ანახლებს და უგზავნის თავის წევრ ქვეყნებს, მაგრამ საჭიროა ამ ინფორმაციის ფართო მასშტაბით დისტრიბუცია", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

მისი თქმით, სახელმწიფო სრულ მზადყოფნაშია პრევენცია გაუწიოს ინფექციის შემოტანას ქვეყანაში. მან რეკომენდაციაც გაუწია მოქალაქეებს და აღნიშნა, რომ პრევენციისთვის საჭიროა ჰიგიენური წესების დაცვა, ხელების ხშირი დაბანა, შესაბამისი ზომების დაცვა თავშეყრის ადგილებში ყოფნის დროს.

"მინდა ვთხოვო საქართველოს დიდი ქალაქების მერებს, რომს საქალაქო ტრანსპორტებში და თბილისის მეტროში, თუ არის საშუალება, განვათავსოთ ის რეკომენდაციები და მთავარი გზავნილები, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ხშირად აქვეყნებს, ეს ყველა ინფორმაცია დევს ჩვენს ვებ-გვერდზე",- განაცხადა გამყრელიძემ.

კორონავირუსის ეპიდემიას ბოლო მონაცემებით ჩინეთში 811 ადამიანი ემსხვერპლაამ დრომდე ქვეყანაში ინფიცირების 37 198 შემთხვევაა დაფიქსირებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system