თავში

კორონავირუსზე მგზავრებს კოპიტნარის აეროპორტშიც ამოწმებენ

კორონავირუსზე მგზავრებს კოპიტნარის აეროპორტშიც ამოწმებენ
კორონავირუსზე მგზავრებს კოპიტნარის აეროპორტშიც ამოწმებენ

ახალი სახეობის კორონავირუსზე მგზავრების შემოწმება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიც მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ექიმთა ჯგუფები. მათი თქმით, ამ დრომდე ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი, მაღალი ტემპერატურა არცერთ გზავრს არ აღმოაჩნდა. 

ექიმები ამბობენ, რომ შემოწმება მანამ გაგრძელდება, სანამ ვირუსის გავრცელების საშიშროება იარსებებს. 

მგზავრებს ურიგებენ შესაბამის საინფორმაციო ბუკლეტებსაც. 

კორონავირუსი დაფიქსირებულია ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, საფრანგეთში, აშშ-ში, ჰონგ-კონგში, ტაივანში, მაკაოში, ავსტრალიაში, საუდის არაბეთსა და სინგაპურში.

პეკინში დაკეტილია ჩინეთის დიდი კედლის ნაწილი, ასევე 16 ქალაქში 46 მილიონამდე ადამიანს გადაადგილება შეეზღუდა, ჩინური ახალი წლისთვის დაგეგმილი ღონისძიებები კი გადაიდო. შანხაიში დაიკეტა კინოთეატრები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system