თავში

კოსმოსში მოგზაურობა ვირტუალურად გახდა შესაძლებელი - VIDEO

კოსმოსში მოგზაურობა ვირტუალურად გახდა შესაძლებელი
კოსმოსში მოგზაურობა ვირტუალურად გახდა შესაძლებელი - VIDEO

ლოზანის ტექნოლოგიური ფედერალური ინსტიტუტის მეცნიერებმა ღია პროგრამული უზრუნველყოფა წარადგინეს, რომელიც კოსმოსში ვირტუალურად მოგზაურობის საშუალებას იძლევა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო AP იუწყება.

ჯერჯერობით, ვირტუალური რეალობის სამყაროს პროექტი (VIRUP)  მხოლოდ ბეტა ვერსიაშია ხელმისაწვდომი.

პროექტი რვა მონაცემთა ბაზიდან შეგროვებულ ცნობებს მოიცავს. პროექტი მოიცავს 4 500 ცნობილ ეგზოპლანეტას, ათეულობით მილიონ გალაქტიკას, ასობით მილიონ კოსმოსურ ობიექტს და 1.5 მილიარდზე მეტ სინათლის წყაროს მხოლოდ ირმის ნახტომიდან.

კოსმოსის ვირტუალური რუქის ნახვა ვირტუალური რეალობით 3D-სათვალით არის შესაძლებელი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system