თავში

კოსმოსური ტურიზმი დედამიწისთვის ახალი საფრთხე გახდება

კოსმოსური ტურიზმი დედამიწისთვის ახალი საფრთხე გახდება
კოსმოსური ტურიზმი დედამიწისთვის ახალი საფრთხე გახდება

ლონდონის უნივერსიტეტის ფიზიკური გეოგრაფიის განყოფილებამ კოსმოსური ტურიზმის ინდუსტრიის გარემოზე ზემოქმედება და მისი უარყოფითი შედეგები შეაფასა. 

სარაკეტო გამონაბოლქვი აირების დაახლოებით ორი მესამედი  სტრატოსფეროში (12-50 კმ) და მეზოსფეროში (50-85 კმ) გამოიყოფა, სადაც ორიდან სამი წლის განმავლობაში რჩება.  ამ გაზებს და მათ ნაწილაკებს ბევრი უარყოფითი გავლენა აქვთ ატმოსფეროზე. სტრატოსფეროში აზოტის ოქსიდები და წყლის ორთქლის დაშლის შედეგად წარმოქმნილი ქიმიკატები ოზონს გარდაქმნიან ჟანგბადად, ანადგურებენ ოზონის შრეს, რომელიც დედამიწას მავნე ულტრაიისფერი გამოსხივებისგან იცავს.

მეცნიერები შიშობენ, რომ კოსმოსური ტურიზმის განვითარება დედამიწის ეკოლოგიისათვის კიდევ ერთი დაბრკოლება აღმოჩნდება.

ცნობისთვის, Amazon-ის დამფუძნებელი და მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი, ჯეფ ბეზოსი კოსმოსში გაემგზავრა. ფრენა Blue Origin-ის მიერ შექმნილი რაკეტა New Shepard-ით განხორციელდა.

მანამდე, კი ბრიტანელმა მილიარდერმა და Virgin Galactic-ის დამფუძნებელმა, რიჩარდ ბრენსონმა, 11 ივლისს, პირველი კოსმოსური ფრენა განახორციელა.

კოსმოსში გასაფრენად 600-მდე მგზავრი უკვე საკუთარ რიგს ელოდება. მათ შორის არიან ცნობილი მსახიობები და მუსიკოსები. სანამ კოსმოსური ტურიზმი სტარტს აიღებს, სარაკეტო თვითმფრინავმა ყველა საჭირო ლიცენზია უნდა მოიპოვოს და ეს ამ წლის ბოლომდე უნდა მოხდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system