თავში

ლუვრიდან 1983 წელს მოპარული საგანძური ნაპოვნია - PHOTO

​ლუვრიდან 1983 წელს მოპარული საგანძური ნაპოვნია

ლუვრმა გასულ საუკუნეში დაკარგული უნიკალური კოლექციის ნაწილი დაიბრუნა. რენესანსი ეპოქის სამხედრო აღჭურვილობა - მუზარადი და ჯავშანი პარიზის ცნობილი მუზეუმიდან 40 წლის წინ მოიპარეს. ექსპონატები, შემთხვევით, სამხედრო ექსპერტმა აღმოაჩინა, რომელსაც ერთ-ერთი ოჯახის კოლექციის შეფასება სთხოვეს.

როგორ მოხვდა ლუვრიდან დაკარგული კოლექციის ნაწილი ბორდოში, ერთ-ერთ ოჯახში, ამ საკითხს პოლიცია იძიებს.

1560-1580 წლებში მილანში დამზადებული სამხედრო ხელოვნების უნიკალური ნიმუში მუზეუმს საჩუქრად როტშილდების ოჯახმა 1922 წელს გადასცა. რელიკვია 1983 წლის 31 მაისს დაიკარგა, თუმცა, როგორ გაიტანეს ისინი მუზეუმიდან, ამ დრომდე გამოცანად რჩება.

მუზეუმის ხელმძღვანელობის თმით, მათ საოცრად გაუმართლათ, რომ ორივე ექსპონატი, რომლებიც უნიკალური ნამუშევრებია, ერთად იპოვეს.

ეჭვი, რომ ნივთები განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო, ჯერ კიდევ იანვარში გაჩნდა. აუქციონისტმა ბორდოელი ოჯახის ნივთების შესაფასებლად სამხედრო სიძველეების ექსპერტი დაიქირავა. მან ნივთების შესახებ პოლიციასაც შეატყობინა. სამართალდამცავებმა ექსპონატები საფრანგეთიდან დაკარგული 100 000 არტეფაქტის სიაში იპოვეს. ამ სიას მხოლოდ გასულ წელს 900 დაკარგული ნივთი დაემატა.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system