თავში

მამაკაცმა 1000 ქათამი დოლარ ნახევრად შემთხვევით იყიდა

მამაკაცმა 1000 ქათამი დოლარ ნახევრად შემთხვევით იყიდა
მამაკაცმა 1000 ქათამი დოლარ ნახევრად შემთხვევით იყიდა

ფერმერმა სტივ მოროუმ ახალი ზელანდიის ქალაქ ჰამილტონიდან დოლარ ნახევრად შემთხვევით 1000 ქათამი იყიდა.

მოროუს თქმით, მან ერთ-ერთი ინტერნეტ აუქციონის პირობები არასწორად გაიგო. განცხადებაში ეწერა, რომ ქალაქ მესიში მდებარე ერთ-ერთი ფერმა ათას ქათამს ყიდდა. საწყისი ფასი დოლარ ნახევარს შეადგენდა. სტივმა იფიქრა, რომ ეს ერთი ქათმის ღირებულებაა და შეკვეთა განათავსა.

მეორე დღეს მას შეტყობინება მოუვიდა, რომ ის აუქციონის გამარჯვებული გახდა. ტექსტის ყურადღებით წაკითხვის შემდეგ მოროუმ აღმოაჩინა, რომ ათასივე ქათმის მფლობელი გახდა.

მოროუ წვრილი ფერმერია და ასეთი რაოდენობით ქათმის შენახვის საშუალება არ აქვს. მას ფრინველების დახოცვა არ უნდოდა და მათთვის ახალი პატრონების ძებნას შეუდგა. თავშესაფარი 700-მა ქათამმა უკვე იპოვა. დანარჩენები თავის რიგს ელოდებიან. სტივის ფერმაში კი 20 ფრინველი დარჩება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system