თავში

მამუკა გორგოძე: შვიდჯერ ვიჩხუბე გუნდელებთან

მამუკა გორგოძე: შვიდჯერ ვიჩხუბე გუნდელებთან
მამუკა გორგოძე: შვიდჯერ ვიჩხუბე გუნდელებთან

"ძალიან რთული იყო მონპელიეში თავის დამკვიდრება, იმიტომ, რომ სულ რაგბი მქონდა დაწყებული 4 წლის. წესები არ ვიცოდი ნორმალურად", - ამის შესახებ მორაგბე მამუკა გორგოძემ განაცხადა. 

მან საფრანგეთში კარიერის დასაწყისი და ის გზა გაიხსენა რისი გავლაც თავის დასამკვიდრებლად დასჭირდა.

"მონპელიეში რომ ჩავედი მეგონა, რომ თუ ვინმეს დავეჯახებოდი და წავაქცევდი აუცილებლად მე მეკუთვნოდა ძირითადში თამაში. ძალიან ბევრი კონფლიქტიც მომივიდა გუნდელებთან. მახსოვს, პირველ წელს შვიდჯერ ვიჩხუბე გუნდელებთან. ახლა სასაცილოდ ვიხსენებთ, იმ ბიჭებს რომ შევხვდები და მეც მეცინება ჩემ თავზე. სხვა მენტალიტეტი აქვთ. სხვანაირი ხუმრობები აქვთ. თან ენა რომ არ გესმის და აქედან, ქართულად, გაზით ჩასული იქ ისე ვიყავი რომ... ყველაფერს თავისი დრო სჭირდება.

ეს ამბიცია ალბათ კარგია საბოლოოდ თავის დასამკვიდრებლად, მაგრამ ძალიანაც არ უნდა მოგივიდეს", - თქვა მამუკა გორგოძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system