თავში

მარსზე ახლო წარსულში განვითარებული კლიმატის ცვლილების კვალს მიაგნეს

მარსზე ახლო წარსულში განვითარებული კლიმატის ცვლილების კვალს მიაგნეს
მარსზე ახლო წარსულში განვითარებული კლიმატის ცვლილების კვალს მიაგნეს

მარსის ჩრდილო პოლუსზე გიგანტური კანიონების წარმოქმნის ისტორიის შესწავლამ აჩვენა, რომ დაახლოებით 50 ათასი წლის წინ პლანეტამ კლიმატის მკვეთრი ცვლილება განიცადა. ამის შესახებ კვლევა, სამეცნიერო ჟურნალ Scientific Reports-ში გამოაქვეყნდა.

"თეორეტიკოსებს მიაჩნიათ, რომ მარსის შუა ნაწილში ყინული წარმოიქმნა მისი პოლარული რეგიონების დნობის შედეგად, იმ დროს, როდესაც პლანეტის ღერძი ძლიერად იყო დახრილი. აღმოჩნდა, რომ ამ პროცესებმა მარსის ზედაპირს თავისი კვალი დაამჩნია, რაც კანიონებისა და ეროზიის სხვა სახეობებით გამოიხატა მარსის ჩრდილოეთ პოლუსზე ”, - განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, ტუსონის ინსტიტუტის (აშშ) უფროსმა მკვლევარმა ალექსის როდრიგესმა.

დედამიწის მსგავსად, მარსის პოლუსები დაფარულია დიდი პოლარული რეგიონებით. ისინი ჩვენი პლანეტისგან განსხვავდებიან როგორც სტრუქტურით, ასევე ზომით. მარსზე ყინული შედგება გაყინული წყლისა და ნახშირორჟანგისგან. ამასთან, ეს უკანასკნელი მხოლოდ პლანეტის სამხრეთ პოლუსზე არსებობს და მისი რაოდენობა მარსის მთლიანი ატმოსფეროს მოცულობას უტოლდება.

ასტრონომებს დიდი ხანია სურთ გაარკვიონ როგორ და როდის წარმოიშვა ყინულის ეს ზონები, თუმცა მათი წარმოქმნის ისტორია პირდაპირ კავშირშია მარსის მთავარ საიდუმლოებასთან - სად გაქრა წყალი წითელი პლანეტიდან. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ წყლის ნაწილი ატმოსფეროდან გავიდა დაბალი გრავიტაციის გამო, ოკეანეების წყლების დიდი ნაწილი კი პოლუსებზეა გაყინული. მარსის სამხრეთ ნაწილში ისინი გამყარებული ნახშირორჟანგის ფენის ქვეშ იმყოფებიან, რომლის არსებობა და წარმოშობის საკითხი მეცნიერებს შორის კვლავ დავის საგანია.

როდრიგესის აზრით, მეცნიერებში არანაკლებ დაპირისპირებას იწვევს მარსის ჩრდილოეთით მდებარე პოლარული რეგიონი. იგი დაფარულია დიდი რაოდენობით გიგანტური კანიონებით. ყველა მათგანი გაერთიანებულია გიგანტურ სპირალურ სტრუქტურაში, რომლის წარმოშობა და ასაკი მეცნიერებისათვის საიდუმლოდ რჩება.

როდრიგესი და მისი კოლეგები თვლიან, რომ მათ ეს საიდუმლო ამოხსნეს. ახალი კვლევის შედეგად, ერთ-ერთი ამ კანიონის გარემოს დეტალური ფოტოგრაფიისა და სამგანზომილებიანი რუკების შესწავლით, მათ აღმოაჩინეს მარსის კლიმატის შედარებით ბოლოდროინდელი მკვეთრი ცვლილებების კვალი.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სპირალური კანიონების ერთობლიობა მრავალი ცალკეული ნაწილისგან შედგება, რომლებიც სხვადასხვა დროს წარმოიშვა და ერთმანეთს გარკვეული გზით უკავშირდება. დღევანდელი ფორმით, გეოლოგიური სტანდარტების თანახმად, იგი სულ ახლახანს უნდა გაჩენილიყო, რაც დაახლოებით 50 ათას წელს გულისხმობს. მის ფორმირებაში ჩართული იყო ძლიერი პოლარული ქარები, რომლებმაც ყინულის ზედაპირის ფენები გაანადგურეს და ისინი იმ რეგიონში გადაიტანეს, სადაც მზემ ყინული უბრალოდ ააორთქლა.

როგორც როდრიგესი და მისი კოლეგები აღნიშნავენ, ასეთი სცენარი მხოლოდ იმ შემთხვევაში განვითარდებოდა, თუ ამ დროს მარსზე მკვეთრად დათბებოდა. სავარაუდოდ, ეს ასეც მოხდა რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს მისი ორბიტის დახრის კუთხის ცვლილებასთან. ამაზე მიუთითებს მარსის ზოგიერთ ადგილას არსებული განსხვავებული ნიადაგის ფორმა, მათ შორის ახლახანს აღმოჩენილი წყლის მოძრაობის კვალი ისტოკის კრატერის ფერდობებზე. მეცნიერები თვლიან, რომ ისინი ბოლო რამდენიმე ათეული ან ასობით ათასი წლის წინ გაჩდნენ.

ასტროლოგები ამბობენ, რომ მარსის ასეთი საიდუმლოებების ამოხსნის შემდეგ, ისინი შეძლებენ მიაგნონ მტკნარი წყლის წყაროს, რომელსაც მარსზე დასახლებული ადამიანები მომავალში გამოიყენებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system