თავში

მარსზე ევროპული მისია გადაიდო

მარსზე ევროპული მისია გადაიდო
მარსზე ევროპული მისია გადაიდო

ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ, კორონავირუსის გამო, მარსის მისია გადადო. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს. მარსის მისია ევროპისა და რუსეთის ერთობლივი პროექტია. გამოცემის ინფორმაციით,  რიგი პრობლემების გამო, რომლებიც ნაწილობრივ კორონავირუსსაც უკავშირდება, პროექტი 2022 წლისთვის გადაიდო.

მარსის მისია ივლისშიივლისში უნდა გაშვებულიყო. წარმატებული მისიისთვის კიდევ საჭიროა გარკვეული ტესტების ჩატარება, რაც შექმნილ სიტუაციაში ვერ მოხერხდება.

პროექტის მიხედვით, რომელიც 2022-ში განხორციელდება,  მარსის ზედაპირი ორი მეტრის სიღრმეზე გაიბურღება, რაც, წინასწარი მონაცემებით, იმის გარკვევის საშუალებას მისცემს მისიას, არსებობდა თუ არა წითელ პლანეტაზე სიცოცხლე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system