თავში

მარსზე ოკეანეები ისევ არსებობს

მარსზე ოკეანეები ისევ არსებობს
მარსზე ოკეანეები ისევ არსებობს

მარსის ზედაპირში ოკეანე კვლავ არსებობს. ბოლო ათწლეულებში ჩატარებული კვლევები სწორედ ამაზე მიუთითებს.

მკვლევარები დიდი ხანია მსჯელობენ, რა მოუვიდა წითელ პლანეტაზე მილიარდობით წლის წინ არსებულ წყალს. მათი აზრით, ოკეანეების გაქრობას ხელი შეუწყო დაბალმა გრავიტაციამ.  მართლაც, წყლის ნაწილი მარსის ორბიტიდან უბრალოდ გავიდა, თუმცა უკანასკნელი კვლევებით დგინდება, რომ ოკეანეები მარსზე ისევ არსებობს, ის უბრალოდ ზედაპირშია "გაჭედილი".

”ატმოსფეროში წყლის "გაქცევამ" მართლაც ითამაშა როლი, მაგრამ მარსზე განხორციელებულმა მისიებმა უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაშვი გვაჩვენა, რომ აქ ჰიდრატირებული მინერალების უზარმაზარი რეზერვუარია, რომელთა ფორმირებამ დროთა განმავლობაში შეამცირა წყლის რაოდენობა”, - აცხადებს პლანეტარული მეცნიერების და კეკის კოსმოსური კვლევების ინსტიტუტის ასოცირებული დირექტორი პროფესორი ბეთან ელმანი.

მიუხედავად იმისა, რომ მარსის ქერქში წყლის 30%-დან 99%-მდეა "გამომწყვდეული", მომავალი ასტრონავტებისთვის წყლის მოპოვება და გამოყენება მარტივი ნამდვილად არ იქნება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system