თავში

მასკი: წელს ადამიანის ტვინი იმპლანტით კომპიუტერს დაუკავშირდება

მასკი: წელს ადამიანის ტვინი იმპლანტით კომპიუტერს დაუკავშირდება
მასკი: წელს ადამიანის ტვინი იმპლანტით კომპიუტერს დაუკავშირდება

ტვინის კომპიუტერთან დამაკავშირებელი იმპლანტი წელს პირველ ადამიანს დაუმონტაჟდება. ამის შესახებ კომპანიამ Neuralink neurotechnology-ს დამფუძნებელმა ელონ მასკმა განაცხადა

გასულ წელს კომპანიამ წარმოადგინა მიკროჩიპის კონცეფცია, რომელიც ტვინში დამონტაჟდება და, ელექტროიდების მეშვეობით, კომპიუტერს ინფორმაციას გადასცემს. მოწყობილობა ლაზერის საშუალებით უნდა დამონტაჟდეს, რადგან სპეციალისტების თქმით ასე უსაფრთხოების დონე ბევრად მაღალია, ვიდრე თავის ქალაში ნახვრეტის გაკეთებისას. 

ელონ მასკმა ტვიტერზე დაწერა, რომ Neuralink-ზე მუშაობა წარმატებულად მიდის. მისი თქმით, ინჟინერთა და მეცნიერთა ჯგუფი ამ "შესანიშნავ პროდუქტს" სულ მალე გამოუშვებს.

ექსპერიმენტის თავდაპირველი მიზანი იმ ადამიანების ტვინიდან ინფორმაციის მიღებაა, ვისაც, სხვადასხვა შემთხვევის გამო, ტვინის ნაწილი დაუზიანდათ და ვერ რეაგირებენ. 

"ამ პროექტს აქვს უზარმაზარი პოტენციალი აღადგინოს ტვინისა და მოტორიკული ფუნქციები", - განაცხადა მასკმა. 

მისი თქმით გამოცდის პირველ მცდელობამდე ჯერ კიდევ არის დრო. ჯგუფი ამ დროისათვის მუშაობს, რომ მოწყობილობა მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს ადამიანის ჯანმრთელობისათვის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system