თავში

მასკი: უმსხვილესი კომპანიები დასაქმებისთვის უნივერსიტეტის დიპლომს არ ითხოვენ

მასკი: უმსხვილესი კომპანიები ბისთვის უნივერსიტეტის დიპლომს არ ითხოვენ
მასკი: უმსხვილესი კომპანიები დასაქმებისთვის უნივერსიტეტის დიპლომს არ ითხოვენ

ამერიკელი სტუდენტები უმაღლესი განათლების მისაღებად ხშირ შემთხვევაში რამდენიმეწლიან სესხებს იღებენ, რითაც უნივერსიტეტის ანაზღაურებას ფარავენ. არის თუ არა ეს ერთადერთი გზა მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებში მოხვედრისთვის, როგორიცაა Tesla, Apple და Netflix?!

Tesla-ს დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ელონ მასკმა თქვა, რომ  - არა. 

მისი თქმით, უნივერსიტეტების ძირითადი დანიშნულება არა სწავლა, არამედ ცხოვრებისთვის მომზადება, მხიარულება, კონტაქტების შეძენა და დიდ იდეებზე საუბარია. მასკმა ისიც დაამატა, რომ ნებისმიერ მსურველს, ნებისმიერი მისთვის საინტერესო დარგის შესწავლა ონლაინ, სრულიად უფასოდ შეუძლია. მან აღნიშნა, რომ ისეთმა წარმატებულმა პერსონებმა, როგორებიც არიან ბილ გეითსი, ლარი ელისონი და სხვები, თავის დროზე უმაღლესი სასწავლებელი დატოვეს და "დაიწყეს რაღაცის კეთება".

მასკი ამ განცხადებით შეუერთდა ბიზნეს-ლიდერებს, რომლებმაც გასული პერიოდის განმავლობაში კომენტარებში აღნიშნეს, რომ უმაღლესი განათლების მიღება ბიზნესსა და ტექნოლოგიებში წარმატების მისაღწევად აუცილებელი პირობა არ არის. მაგალითად, Apple-ს ხელმძღვანელმა ტიმ ქუქმა გასულ წელს განაცხადა, რომ კომპანიის აშშ-ის დეპარტამენტის დასაქმებულთა შორის ნახევარს მაინც არ აქვს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი საბუთი. ქუქმა ისიც განმარტა, რომ უნივერსიტეტებში სტუდენტები იმ უნარ-ჩვევებს ვერ გამოიმუშავებენ, რაც ამ დარგში ლიდერობისთვის არის საჭირო, მაგალითად, როგორიცაა კოდირება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system