თავში

მასკმა ტვინის მსგავსი ხელოვნური ინტელექტი შექმნა - იგი დამოუკიდებლად ვითარდება

მასკმა ტვინის მსგავსი ხელოვნური ინტელექტი შექმნა - იგი დამოუკიდებლად ვ
მასკმა ტვინის მსგავსი ხელოვნური ინტელექტი შექმნა - იგი დამოუკიდებლად ვითარდება

ხელოვნურმა ინტელექტუალმა ცნობიერებას ჯერ ვერ მიაღწია, თუმცა ილონ მასკის კომპანიის მიერ შემუშავებულმა ტექნოლოგიამ მას აღქმის განსაკუთრებული უნარი შესძინა. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ გამოცემა Interesteng Eneering წერს.

ახალი კვლევა აჩვენებს, რომ GPT-3-ის ხელოვნურ ინტელექტს  მეტყველებისა და ტექსტის აღქმა და ანალიზი ისევე ეფექტურად შეუძლია, როგორც  ადამიანის ტვინს.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) მეცნიერთა ჯგუფმა გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ მანქანური სწავლების (ML) ალგორითმების მუშაობის გაანალიზება დაგვეხმარება გავიგოთ, როგორ მუშაობს ტვინში კოგნიტური ფუნქციები. 

გამოცემა აღნიშნავს, რომ კვლევის თანახმად,  რაც კიდევ უფრო გასაკვირია არის ის, რომ ხელოვნური ინტელექტი თავისით, დამოუკიდებლად ვითარდება.

მეცნიერები ცდილობდნენ დაედგინათ, შეეძლო თუ არა ხელოვნურ ინტელექტს უფრო მაღალი დონის შემეცნებით ფუნქციების გამომუშავება, კერძოდ როგორიცაა მეტყველების დამუშავება? ხელოვნური ინტელექტის სისტემები, რომლებიც ჯგუფმა გამოიკვლია, მოიცავს ენობრივი ამოცანების დასამუშავებლად ხელმისაწვდომი ნერვული ქსელის მიდგომების ყველა ძირითად კლასს, მარტივი GloVe-დან რთულ GPT და BERT ტიპებამდე. მკვლევარები ამოწმებდნენ შეძლებდნენ თუ არა ისინი წინადადების დამთავრებას ან გამოტოვებული სიტყვის პროგნოზირებას. 

მეცნიერებმა დაინახეს, რომ ზოგი მათგანი მოქმედებდა როგორც ადამიანის ტვინი, ზოგი კი არა. ტექსტების შექმნის GPT სისტემა ყველაზე მეტად ჩვენი ტვინის მსგავსი აღმოჩნდა. ის შემუშავდა ღია AI ლაბორატორიაში, რომელიც დააარსა ილონ მასკმა. 

GPT-ის მთავარი მიზანია კონტექსტის გაგება და შემდეგი სიტყვების, წინადადებების და მთლიანი სიუჟეტის „პროგნოზირება“. მისი მატრიცა ყველაზე მეტად ემთხვევა ადამიანის ტვინის სკანირებით მიღებულ მატრიცის მონაცემებს. 

მეცნიერებმა შეძლეს უკეთ გაეგოთ, თუ როგორ მუშაობს ჩვენი შემეცნება ენასთან მიმართებაში, ხელოვნური ინტელექტის წყალობით, რომელიც წყვეტს სხვადასხვა ენობრივ პრობლემას. სისტემები აანალიზებდნენ რვა სხვადასხვა ტესტის კომბინაციას, მათი ანალიზის ძირითადი ასპექტები იყო წიგნიერება, განსჯის უნარი და თანმიმდევრულობა (ანუ ალოგიკურობა). მკვლევარებმა შედეგების შედარებისას დაასკვნეს, რომ ჩვენი ტვინი, მეტყველების დამუშავებისას, წინასწარ განსაზღვრავს კონტექსტს.

მკველვარებმა ასევე დაასკვნეს, რომ რაც უფრო ჰგავს ხელოვნური ინტელექტი ტვინს, მით უფრო მეტად შეესაბამება მისი ქცევა ადამიანისას, ამ შემთხვევაში საუბარია ტექსტების კითხვისა და აღქმის პროცესზე.

„ეს კვლევა ასახავს ერთგვარ „AI-ის ევოლუციას“, - წერს გამოცემა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system