თავში

მძიმე კოვიდ-პაციენტებს, შესაძლოა, უფრო ძლიერი იმუნიტეტი ჰქონდეთ

მძიმე კოვიდ-პაციენტებს, შესაძლოა, უფრო ძლიერი იმუნიტეტი ჰქონდეთ
მძიმე კოვიდ-პაციენტებს, შესაძლოა, უფრო ძლიერი იმუნიტეტი ჰქონდეთ

პაციენტებს, რომლებმაც კორონავირუსი უფრო მძიმე ფორმით გადაიტანეს, შესაძლოა, დაავადების მიმართ უფრო ძლიერი და ხანგრძლივი იმუნიტეტი ჰქონდეთ. ამის შესახებ სპეციალური კვლევა ლა ჰოლას იმუნოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარებმა მოამზადეს.

მეცნიერებმა კორონავირუსით დაავადებული 39 ადამიანისა და 10  ჯანმრთელი პირის სისხლი შეისწავლეს. ექსპერტებმა CD8+Т-უჯრედების გენები გააანალიზეს, რომელიც ინფიცირებული უჯრედის განადგურებაზეა პასუხისმგებელი და ადამიანის განმეორებითი ინფიცირებისაგან დასაცავად ერთგვარ "მეხსიერების ბარათს" წარმოადგენს.

კვლევაში მონაწილე 17 პირს კორონავირუსის მსუბუქი ფორმა ჰქონდა, ხოლო 13 კი რეანიმაციაში მოთავსებული მძიმე პაციენტი იყო. მკვლევარებმა პაციენტების მონაცემთა შესწავლისას აღმოაჩინეს, რომ მსუბუქ პაციენტებს CD8+T უჯრედების უფრო სუსტი რეაქცია ჰქონდათ, ვიდრე მძიმე პაციენტებს.

როგორც კვლევის თანაავტორმა ქრისტიან ოტენსმაიერმა აღნიშნა, არსებობს კავშირი არსებობს T- უჯრედების ფუნქციონირებასა და დაავადების სიმძიმეს შორის. 

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მსუბუქი პაციენტებში CD8 + T უჯრედებს აღენიშნებათ T ლიმფოციტების ”გამოფიტვის” ნიშნები: უჯრედები იღებენ იმუნური სისტემის იმდენად ძლიერ სტიმულაციას ვირუსებთან საბრძოლველად, რომ ისინი ნაკლებად ეფექტური ხდებიან. მსუბუქი კორონავირუსის მქონე ადამიანებში T- უჯრედების დაქვეითებამ შეიძლება შეამციროს მათი ხანგრძლივ იმუნიტეტის მოპოვების შანსი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system