თავში

მეგან მარკლი მწერალიც გახდება

მეგან მარკლი მწერალიც გახდება
მეგან მარკლი მწერალიც გახდება

ჰერცოგინია მეგან მარკლი მისი პირველი რომანის დაწერას გეგმავს. მისმა წარმომადგენელმა უკვე მიმართა საავტორო უფლებათა დაცვის სამსახურს, რაცა დაერეგისტრიროს ბრენდი, რომლის ფარგლებშიც მეგანი ნაწარმოებებს გამოსცემს. 

Daily Mial-ის ცნობით, ჰერცოგინიას ჟანრობრივი საზღვრები დაწესებული არ აქვს. ბრენდის ქვეშ გამოიცემა, როგორც მხატვრული ისე "სხვა სახის წიგნები". ამასთან, მეგან მარკლის წარმომადგენლის ცნობით, ჰერცოგინია ჟურნალებისთვის და სხვა საბეჭდი მასალებისთვისაც დაწერს. 

მისივე განცხადებით, მეგან მარკლის წერის გამოცდილება აქვს. მას ეკუთვნოდა პოპულარული ბლოგი, სახელად The Tig, მანამ, სანამ პრინც ჰარის გაიცნობდა. ბლოგზე ქვეყნდებოდა მასალები ჯანმრთელობის, მოგზაურობის, საკვებისა და მოდის შესახებ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system