თავში

მეცნიერებმა ძაღლების ასაკის დამთვლელ ფორმულას მიაგნეს

მეცნიერებმა ძაღლების ასაკის დამთვლელ ფორმულას მიაგნეს
მეცნიერებმა ძაღლების ასაკის დამთვლელ ფორმულას მიაგნეს

მეცნიერთა ჯგუფმა, რომელსაც კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი, ტრეი აიდეკერი ხელმძღვანელობს, ძაღლების ასაკის ადამიანთა წლებში გადასაყვან ზუსტ ფორმულას მიაგნეს.

საკუთარ კვლევაში მეცნიერები ეპიგენეტიკური პროცესების თანამედროვე აღქმას ეყრდნობოდნენ, რომელიც ასაკთან ერთად ვითარდება. კვლევის შედეგები ონლაინ-ბიბლიოთეკა bioRxiv-ზე გამოქვეყნდა.

მეცნიერებმა დაკვირვებისთვის 104 ლაბრადორი შეარჩიეს, რომელთა ასაკი 4 კვირიდან 16 წლამდე მერყეობდა. აღმოჩნდა, რომ ასაკის მატებასთან ერთად მათი ორგანიზმი, ისევე როგორც ადამიანი, მეტილური ჯგუფების მარაგს აგროვებდა. თანაც რამდენიმე გენი, რომელშიც ეს პროცესი განსაკუთრებით გამოხატულია, ორივე სახეობისთვის იყო დამახასიათებელი. სწორედ მათზე გააკეთეს მკვლევარებმა აქცენტი.

მანამდე ითვლებოდა, რომ ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 70 წელს შეადგენს, ძაღლის კი 10. ამიტომ, როგორც წესი, ითვლებოდა, რომ ოთხფეხა მეგობრის ერთი წელი ადამიანის 7 წელს უტოლდებოდა.

ახალი კვლევის თანახმად კი შემდეგი ფორმულა შედგა: ადამიანის ასაკი = 16 * ln (ძაღლის ასაკი) + 31. ასე რომ, ლაბრადორის ერთი წელი ადამიანის 31 წელს უტოლდება, 5 წელი - 57 წელს, რვა კი 64 წელს.

ინტერნეტში უკვე სპეციალური ონლაინ-კონვერტორიც გამოჩნდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system