თავში

მეცნიერებმა COVID-19-ის უნემსო ვაქცინა შეიმუშავეს

მეცნიერებმა COVID-19-ის უნემსო ვაქცინა შეიმუშავეს
მეცნიერებმა COVID-19-ის უნემსო ვაქცინა შეიმუშავეს

საუთჰემპტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო უნემსო ვაქცინა შეიმუშავეს, რომელიც COVID-19-ის უკვე არსებული და მომავალი ვარიანტებისაგან დაცვა შეეძლება. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ვაქცინა ორგანიზმში ნემსის გარეშე, ჰაერის ჭავლით ხვდება.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი უნივერსალური კორონავირუსის ვაქცინის შემუშავებისკენ, რომელიც გვიცავს არა მხოლოდ Covid-19-ის ვარიანტებისგან, არამედ მომავალი კოროვირუსებისგანაც", - განაცხადა კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯონათან ჰენიმ.

ამ დროისათვის, DIOSvax-ის ტესტირება საუთჰემპტონის უნივერსიტეტში მიმდინარეობს. 

გამოცემის ცნობით, ვაქცინა დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად, განსხვავებულ ტექნოლოგიას იყენებს, რომელიც მიზნად ისახავს წინასწარ განსაზღვროს, თუ როგორ შეიძლება ვირუსმა მუტაცია განიცადოს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system