თავში

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ სტრესი კიბოს უჯრედებს ააქტიურებს

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ სტრესი კიბოს უჯრედებს ააქტიურებს
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ სტრესი კიბოს უჯრედებს ააქტიურებს

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ნორადრენალინი - ჰორმონი, რომელიც სტრესულ სიტუაციებში გამოიყოფა, კიბოს უჯრედების გააქტიურებას იწვევს ამის შესახებ ინფორმაციას სამედიცინო გამოცემა Science Translational Medicine ავრცელებს.

ამერიკელი, გერმანელი და რუსი მეცნიერები, ფილადელფიის ვისარის ინსტიტუტის მეცნიერის - მიშელა პერეგოს ხელმძღვანელობით, ვარაუდობენ, რომ იმუნურმა უჯრედებმა ნეიტროფილებმა და გარკვეულმა ჰორმონებმა, შესაძლოა, სიმსივნის განმეორება გამოიწვიონ. ამასთან, პაციენტი განმეორებით, შესაძლოა, ქიმიოთერაპიის მკურნალობადან და ოპერაციიდან რამდენიმე წლის შემდეგ დაავადდეს.

ლაბორატორიული ექსპერიმენტები აჩვენებს, რომ სტრესის ჰორმონი ნორეპინეფრინი თაგვებში ფილტვებსა და საკვერცხეში მიძინებულ კიბოს უჯრედებს ააქტიურებს. კვლევების თანახმად, სტრესულ პირობებში სისხლში ნორადრენალინის დონე მკვეთრად იზრდება. ეს მოიცავს შოკს, ტრავმას, შიშს, შფოთვას და ნერვულ დაძაბულობას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system