თავში

მეცნიერებმა ემბრიონის საშვილოსნოს გარეთ გაზრდა შეძლეს

მეცნიერებმა ემბრიონის საშვილოსნოს გარეთ გაზრდა შეძლეს
მეცნიერებმა ემბრიონის საშვილოსნოს გარეთ გაზრდა შეძლეს

პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა ძუძუმწოვრის ემბრიონის საშვილოსნოს გარეთ გაზრდა მოახერხეს. ამის შესახებ კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

ისრაელის ვეიზმანის სამეცნიერო ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფის განცხადებით, მათ ექვსი თვის განმავლობაში მექანიკურად 1000-ზე მეტი თაგვის ემბრიონი შექმნეს.

ექსპერიმენტის პირველ ნაწილში, მეცნიერებმა ჩასახვიდან ხუთი დღის შემდეგ თაგვის საშვილოსნოდან ემბრიონები ამოიღეს. ერთ-ერთმა მკვლევარმა, დოქტორმა ჯეიკობ ჰანამ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა შეძლო ემბრიონების გაზრდა საშვილოსნოს გარეთ 11 დღის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ ლაბორატორიაში გაზრდილი ემბრიონები დედის სხეულში გაზრდილის იდენტურია.

სამეცნიერო გუნდს შვიდი წელი დასჭირდა ტექნოლოგიის შესაქმნელად, რომელმაც მათ კვლევის საშუალება მისცა. ეს არის ორნაწილიანი სისტემა, რომელიც შედგება ინკუბატორისა და სავენტილაციო სისტემისგან.

თაგვს დაახლოებით 20 დღე სჭირდება იმისთვის, რომ მან საშვილოსნოს გარეთ გადარჩენა შეძლოს. ამგვარად, დოქტორმა ჰანამ და მისმა გუნდა შექმნა ტექნოლოგია, რომელიც ემბრიონებს საშუალებას აძლევს ორსულობის პერიოდის ნახევარი გაიაროს. ამის შემდეგ, ემბრიონი ზედმეტად დიდი ხდება აპარატისთვის და საკმარის რაოდენობა საკვებს ვეღარ იღებს დიფუზიით, რის გამოც კვდება. მეცნიერების შემდეგი გამოწვევაა, ემბრიონის სისხლის მომარაგების ტექნოლოგიის შექმნაა, რაც ნაყოფის სრულფასოვან ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system