თავში

მეცნიერებმა კანზე დასაწებებელი ვაქცინა შექმნეს

მეცნიერებმა კანზე დასაწებებელი ვაქცინა შექმნეს
მეცნიერებმა კანზე დასაწებებელი ვაქცინა შექმნეს

სტენფორდის უნივერსიტეტისა და ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის  მეცნიერებმა 3D პრინტერის მეშვეობით კანზე დასაწებებელი, ე.წ. ვაქცინის პატჩები შეიმუშავეს, რომელიც უფრო მეტ დაცვას უზრუნველყოფს ვიდრე ინექციური ვაქცინა. ამის შესახებ ინფორმაციას სამეცნიერო გამოცემა Medical Express ავრცელებს.

ცხოველებზე ჩატარებული კვლევისა და მეცნიერთა ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული მასალებით დგინდება, რომ ვაქცინის პატჩების შედეგად მიღებული იმუნური რეაქცია 10-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ნემსით  შეყვანილი ვაქცინის. 

დასაწებებლების შესაქმნელად ეს მეთოდი იყენებს ულტრაიისფერ სინათლეს და სპეციალურ ფისს. შედეგად, მიუხედავად რაოდენობისა, დასაკრავები არის შესაბამისი ზომის, ფორმის და ნემსებიც შესაფერისად არის განლაგებული.

”ამ ტექნოლოგიის შემუშავებით, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საფუძველი ჩაეყრება ვაქცინების ინდუსტრიის უფრო სწრაფ განვითარებას, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას უფრო ფართოდ”, - განაცხადა ჯოზეფ დ. სიმონემ, კვლევის ხელმძღვანელმა. მან აღნიშნა, რომ დასაწებებელი ვაქცინების კიდევ ერთი უპირატესობა არის მისი სიმარტივე. ამასთან, გამარტივდება ვაქცინაციის პროცესი იმ პირებისთვის, ვისაც ნემსის ეშინიათ. 

ვაქცინის პატჩი არის მარტივი გამოსაყენებელი, ეფექტური, უმტკივნეულო, ნაკლებად ინვაზიური ვიდრე ნემსი, ვინაიდან პატჩი დამზადებულია 3D პრინტერით. მკვლევართა ჯგუფის განცხადებით, მათ მიერ შექმნილი დიზაინი და მიდგომა შეიძლება მოერგოს გრიპის, ჰეპატიტების და COVID-19-ის ვაქცინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system