თავში

მეცნიერებმა მარსზე ჰალოგენური გაზი აღმოაჩინეს

მეცნიერებმა მარსზე ჰალოგენური გაზი აღმოაჩინეს
მეცნიერებმა მარსზე ჰალოგენური გაზი აღმოაჩინეს

პირველად, პლანეტა მარსზე მეცნიერებმა ჰალოგენური გაზი აღმოაჩინეს.

მარსის ატმოსფეროში კოსმოსურმა ხომალდმა ExoMars Trace Gas Orbiter-მა დააფიქსირა წყალბადის ქლორიდი, რომელიც შედგება ერთი წყალბადის და ერთი ქლორის ატომისგან.

ქლორზე ან გოგირდზე დაფუძნებული გაზები ვულკანური აქტივობის შესაძლო მაჩვენებლებია, რომელთა აღმოჩენას მეცნიერები უკვე დიდი ხანია ცდილობდნენ. 

როგორც მეცნიერები ამბობნენ, ეს აღმოჩენა მიუთითებს იმაზე, რომ  პლანეტის ზედაპირსა და მის ატმოსფეროს შორის უცნობი პროცესი მიმდინარეობს.

ამ პროცესების უფრო დეტალურად გააზრება პლანეტაზე, რომელიც დედამიწიდან 194.65 მილიონი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს საშუალებას მოგვცემს გავიგოთ, თუ როგორ განვითარდა მარსის კლიმატი. ეს კი, შესაძლოა ჩვენი პლანეტის მომავლის განჭვრეტაშიც დაგვეხმაროს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system