თავში

მეცნიერებმა მთვარის სოფლის პროექტი შექმნეს - VIDEO

მეცნიერებმა მთვარის სოფლის პროექტი შექმნეს - VIDEO
მეცნიერებმა მთვარის სოფლის პროექტი შექმნეს - VIDEO

ვენეციაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე, "ბიენალეზე", მთვარის სოფლის მასშტაბური კონცეფცია იქნა წარმოდგენილი. პროექტი  მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტურული ფირმის ექსპერტების მიერ, ევროპული კოსმოსური სააგენტოს (ESA) ტექნიკური მხარდაჭერით შეიქმნა. ამის შესახებ SciTechDaily იუწყება.

პროექტი არქიტექტურულ ფირმას Skidmore, Owings & Merrill (SOM)-ს ეკუთვნის, რომელმაც  მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენები შექმნა და ESA-ის ნახევრად გასაბერი ჰაბიტატის დიზაინი შეიმუშავა. 

პროექტის შექმნაზე ასევე NASA-ს ყოფილი ასტრონავტი ჯეფრი ჰოფმანიც მუშაობდა.

ინსტალაციის სახელია "სიცოცხლე დედამიწის მიღმა" და იგი მიზნად ისახავს აჩვენოს, თუ როგორ შეუძლიათ ადამიანებს ცხოვრება კოსმოსურ გარემოში.

ინსტალაცია ორ მასშტაბურ ფიზიკურ მოდელს და ფილმს მოიცავს, რომლის ნახვის საშუალებაც "ბიენალეს" სტუმრებს მიეცემათ. 

SOM-მა მთვარის სოფლის კვლევაზე მუშაობა 2018 წელს დაიწყო. 

მთვარის სოფელი გასაბერ, ორსართულიან სახლებს აერთიანებს, რომლის გაბერვაც დისტანციურ რეჟიმში, ასტრონავტების მთვარემდე ჩასვლამდე მოხდება.

შენობა გათვლილია ოთხკაციანი ეკიპაჟისთვის, 300 დღის განმავლობაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system