თავში

მეცნიერებმა მზის სისტემაში 461 უცნობი ობიექტი აღმოაჩინეს

მეცნიერებმა მზის სისტემაში 461 უცნობი ობიექტი აღმოაჩინეს
მეცნიერებმა მზის სისტემაში 461 უცნობი ობიექტი აღმოაჩინეს

მზის სისტემის გარე მისადგომები უცნაური და იდუმალი ადგილია. ნეპტუნის ორბიტის გარეთ, ყინულოვანი საგნების გროვა მოძრაობს, რომელსაც კუიპერის სარტყელი ეწოდება. ამის შესახებ სამეცნიერო გამოცემა Science Alert წერს.

გამომდინარე იქიდან, რომ კუიპერის სარტყლის ობიექტები საკმაოდ მცირე ზომისანი არიან და ასევე დედამიწიდან დიდ მანძილზე მდებარეობენ, მათი ამოცნობა ძნელია. 

ასტრონომებმა 815 ნეპტუნსგადაღმა ობიექტი (TNO) აღმოაჩინეს, რომელთაგან 461-ის შესახებ აქამდე არაფერი ვიცოდით. ეს ობიექტები შეიძლება დაეხმაროს მეცნიერებს უკეთ მოახდინონ მოდელირება იმისა, თუ როგორ წარმოიქმნა მზის სისტემა.

პროგრამა Dark Energy Survey, რომელიც ნეპტუნსგადაღმა ობიექტების ძებნისთვის არ არის განკუთვნილი, მონაცემებს 2013 წლის აგვისტოდან 2019 წლის იანვრამდე პერიოდში აგროვებდა. 

მაღალი ხარისხის სიღრმის, მოცულობისა და სიზუსტის გამო, ეს პროგრამა საკმაოდ გამოსადეგი აღმოჩნდა მზის სისტემის შორეულ ობიექტთა საძებნელადაც, მათ შორის, ნეპტუნის ორბიტის გადაღმა. შარშან, ამ მონაცემთა ანალიზის შედეგად, ასტრონომებმა 100-ზე მეტი მცირე პლანეტა აღმოჩინეს. 

ახალი კვლევა იმავე ჯგუფმა ჩაატარა, ოღონდ გაუმჯობესებული მეთოდით და შედეგად, კიდევ 461 ასეთი ობიექტი აღმოაჩინა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system