თავში

მეცნიერებმა პლასტმასა უჩვეულო მასალისგან შექმნეს

მეცნიერებმა პლასტმასა უჩვეულო მასალისგან შექმნეს
მეცნიერებმა პლასტმასა უჩვეულო მასალისგან შექმნეს

ჩინეთში მეცნიერებმა უნიკალური, ეკოლოგიურად სუფთა პლასტმასა გამოიგონეს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Euronews წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ბიოდეგრადირებადი პლასტმასა ორაგულის სპერმისა და მცენარეული ზეთისგან მზადდება. ჩინელმა მეცნიერებმა ორაგულის სპერმის დნმ-ის ორი მოკლე ჯაჭვისა და  მცენარეული ზეთისგან დამზადებული ქიმიკატის შერწყმა შეძლეს. ამ შემთხვევაში, მცენარეული ზეთი "წებოს" როლს ასრულებს.

მათი კომბინაციის შედეგად მეცნიერებმა რბილი კონსისტენციის მასალა მიიღეს, რომელიც ერთგვარი ჰიდროგელია. ამის შემდეგ, გელი  ფორმებში იდება და იყინება. ეს ხელს უწყობს პლასტმასისგან ზედმეტი ტენიანობის მოცილებას. გაგრილების შემდეგ მიღებული მასა პლასტმასის კონსისტენციას იღებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system