თავში

მეცნიერებმა შავ ხვრელებში უჩვეულო ფენომენი დააფიქსირეს - VIDEO

მეცნიერებმა შავ ხვრელებში უჩვეულო ფენომენი დააფიქსირეს
მეცნიერებმა შავ ხვრელებში უჩვეულო ფენომენი დააფიქსირეს - VIDEO

ასტრონომებმა  სიცარიელეები დააფიქსირეს, რომლებიც ქმნიან შავ ხვრელებს. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ გამოცემა Arxiv.org წერს.

მეცნიერები RBS 797-ის გალაქტიკათა გროვას აკვირდებოდნენ, რომელიც ჩვენგან 3,9 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს.  მეცნიერთა თქმით, სწორედ ამ ადგილას გახდა შესაძლებელი  შავი ხვრელების მიერ წარმოქმნილი ოთხი გიგანტური „სიცარიელის“ პოვნა. მათი აზრით, ეს გალაქტიკები მათ გარშემო არსებული მასის "გადინებას იწვევს" და სწორედ ეს განაპირობებს სიცარიელის წარმოქმნას. 

ისინი საინტერესო კომბინაციით წარმოიქმნება - პერპენდიკულარული ჭავლებით. შავი ხვრელების გარშემო ხშირად აკრეციული დისკი იქმნებადა, რომელიც  კომპაქტური ობიექტის გარშემო ტრიალებს. როგორ წარმოიქმნება ჭავლები ასტრონომებმა ჯერ დაზუსტებით არ იციან. თუმცა,  სავარაუდოა, რომ ასეთი რელატივისტური ჭავლები წარმოიქმნება მაგნიტური ველების რთული ურთიერთქმედების შედეგად აკრეციული დისკის მასალასთან. ამ ურთიერთქმედების წყალობით, შავი ხვრელის პოლუსებიდან მატერიის ჭავლები უზარმაზარი სიჩქარით გამოიდევნება. 

RBS 797-ის კლასტერში, მეცნიერთა აზრით, ერთმანეთთან ახლოს ორი სუპერმასიური შავი ხვრელი მდებარეობს. მათი რელატივისტური ჭავლები ერთმანეთის პერპენდიკულარულად არის მიმართული. ჭავლების ენერგია ფაქტობრივად შთანთქავს მთელ გალაქტიკათშორის გაზს რეგიონში და ფიქსირდება გიგანტური სიცარიელის სახით. 

ასტრონომები აღნიშნავენ, რომ აქტიური სუპერმასიური შავი ხვრელის წყვილი წარმოუდგენლად იშვიათია, ამიტომ ეს აღმოჩენა გარკვეულწილად უჩვეულო და ყურადსაღებია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system