თავში

მეცნიერებმა შავი ხვრელის უკან სინათლე დააფიქსირეს

მეცნიერებმა შავი ხვრელის უკან სინათლე დააფიქსირეს
მეცნიერებმა შავი ხვრელის უკან სინათლე დააფიქსირეს

ისტორიაში პირველად ასტრონომებმა აღმოაჩინეს შუქი, რომელიც შავი ხვრელიდან მოდის. ამის შესახებ სამეცნიერო ჟურნალი Nature წერს.

"ეს უზარმაზარი შავი ხვრელი 10 მილიონჯერ უფრო მასიურია ვიდრე მზე და მდებარეობს მეზობელი სპირალური გალაქტიკის I Zwicky-ის ცენტრში, დედამიწიდან 800 მილიონი სინათლის წლის მანძილზე", აცხადებს კვლევის ავტორი.

მეცნიერი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი სინათლე, რომელიც შავ ხვრელში შედის, უკან აღარ გამოდის, ამიტომაც მის უკან ვერაფერს უნდა ვხედავდეთ.

”ეს დაკვირვებები შეესაბამება ალბერტ აინშტაინის მოსაზრებებს იმის შესახებ, თუ როგორ ბრუნავს მიზიდულობის ძალა შავი ხვრელების გარშემო, როგორც ეს აღწერილია ფარდობითობის ზოგად თეორიაში”, - აცხადებენ ევროპის კოსმოსურ სააგენტოში.

აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორია ამას ყოველთვის წინასწარმეტყველებდა, მაგრამ შავი ხვრელის გარშემო სინათლის მოხრა აქამდე არასოდეს დამოწმებულა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system