თავში

მეცნიერებმა სმენის აღდგენის გზას მიაკვლიეს

მეცნიერებმა სმენის აღდგენის გზას მიაკვლიეს
მეცნიერებმა სმენის აღდგენის გზას მიაკვლიეს

ამერიკელმა მეცნიერებმა თაგვებში სმენის აღდგენის ახალი მეთოდი შეიმუშავეს. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ გამოცემა Science Advances წერს.

ბოსტონის ბავშვთა საავადმყოფოს მეცნიერებმა გენური თერაპია თაგვებში გენეტიკურად დაკარგული სმენის აღდგენისთვის წარმატებით გამოიყენეს. 

მეცნიერებმა ყურადღება გაამახვილეს STRC გენზე, რომელიც გენეტიკური სმენის დაკარგვის შემთხვევების 16%-ში მონაწილეობს. ეს გენი აკოდირებს პროტეინს, სახელად სტერეოცილინი - ის ქმნის ხერხემალს შიდა ყურის თმის უჯრედებისთვის, რომელიც მათ  ტექტორიულ გარსთან კონტაქტს უნარჩუნებს. რომელიც, თავის მხრივ, ვიბრირებს ბგერის საპასუხოდ. შიდა ყურის თმის უჯრედები იღებენ ამ ვიბრაციას და გარდაქმნიან მათ ელექტრულ სიგნალებად, რომლებიც შემდეგ იგზავნება ტვინში. მაგრამ STRC გენის მუტაციამ შეიძლება შეაფერხოს ეს პროცესი. მუტაციის გამოსასწორებლად, ჯგუფმა STRC-ის გენურ თერაპიას მიმართეს. 

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ თაგვები  ბგერების მიმართ უფრო მგრძნობიარეები გახდნენ. მეცნიერები  ამ მეთოდის ადამიანებზე გამოცდას უახლოეს მომავალში გეგმავენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system