თავში

მეცნიერებმა სუფთა ენერგიისგან მატერია შექმნეს

მეცნიერებმა სუფთა ენერგიისგან მატერია შექმნეს
მეცნიერებმა სუფთა ენერგიისგან მატერია შექმნეს

ბრუხავენის ეროვნულ ლაბორატორიაში STAR დეტექტორზე მომუშავე მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მატერიის ახალი ფორმა აღმოაჩინეს. მათ 80 წლის წინ ნაწინასწარმეტყველები ორი ფიზიკური მოვლენის დასტური მიიღეს. ამის შესახებ გამოცემა Physical Review Letters წერს.

ექსპერტებმა დაამტკიცეს, რომ მატერიის შექმნა პირდაპირ შუქისგანაა შესაძლებელი და რომ მაგნეტიზმს შეუძლია პოლარიზებული ფოტონების გამრუდება ვაკუუმში. დასტური იმაშია, რომ ელექტრონებისა და პოზიტრონების წყვილების შექმნა ძალიან ენერგიული ფოტონებითაა შესაძლებელი, რომლებიც სინათლის კვანტურ “ულუფებს” წარმოადგენენ.

 ენერგიული სინათლის მატერიად გადაქცევა არის პირდაპირი შედეგი აინშტაინის ცნობილი განტოლების E = mc², რომელიც ამბობს, რომ ენერგია და მატერია (ან მასა) ურთიერთშემცვლელნი არიან. ბირთვული რეაქციები მზეზე და ატომურ ელექტროსადგურებზე რეგულარულად გარდაქმნის მატერიას ენერგიად. 

ამას გარდა, კვლევის შედეგი გვიჩვენებს, რომ ვაკუუმში მაგნიტური ველის გავლით სინათლის გზა განსხვავებულად იკეცება იმის მიხედვით, თუ როგორ არის პოლარიზებული შუქი. ეს პოლარიზაციასთან დაკავშირებული გადახრები ფიქსირდება მაშინ, როცა შუქი გარკვეულ მატერიალებში გადის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system