თავში

მეცნიერებმა ცათამბჯენებიდან აღმავალი ელვის მიზეზი აღმოაჩინეს

მეცნიერებმა ცათამბჯენებიდან აღმავალი ელვის მიზეზი აღმოაჩინეს
მეცნიერებმა ცათამბჯენებიდან აღმავალი ელვის მიზეზი აღმოაჩინეს

დაღმავალი ელვა, შესაძლოა, უახლოესი მაღალი შენობების ზევით აღმავალი ელვის გამომწვევი მიზეზი იყოს. სხვადასხვა უნივერსიტეტის მკვლევარებმა ნაშრომი სამეცნიერო სიახლეების ვებ-გვერდ Phys-ზე გამოაქვეყნეს, სადაც განხილულია მიზეზები, თუ რა შეიძლება იწვევდეს ცათამბჯენებიდან აღმავალ ელვას.

მეცნიერებმა ჯერ კიდევ არ იციან აღმავალი ელვის გამოჩენის მექანიზმი. არსებობს სხვადასხვა ახსნა და დაშვება, თუმცა ის ჯერჯერობით დეტალურად არ არის შესწავლილი.

იმისთვის, რომ აღმავალი ელვის გამოჩენის ერთ-ერთი მიზეზი გამოეკვლიათ, მეცნიერებმა შექმნეს სხვადასხვა გამარტივებული სცენარი და დაკვირვებით აღმოაჩინეს, რომ მიზეზობრივი კავშირი ცათამბჯენის ახლოს განვითარებულ ელვასა და შემდეგ შენობის ზემოთ აღმავალ ელვას შორის ნადმვილად არსებობს. 

ცნობისთვის, ახალი თაობის ვიდეო კამერების გამოჩენისთანავე მეცნიერებმა შეძლეს ახალი ტიპის აღმავალი ელვის აღმოჩენა. ელვის სისწრაფის გამო ადამიანის თვალი აღმავალ და დაღმავალ ელვას ერთნაირად აღიქვამს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system