თავში

მეცნიერებმა უკიდურესი ჩრდილოეთით მდებარე კუნძული აღმოაჩინეს

მეცნიერებმა უკიდურესი ჩრდილოეთით მდებარე კუნძული აღმოაჩინეს
მეცნიერებმა უკიდურესი ჩრდილოეთით მდებარე კუნძული აღმოაჩინეს

მკვლევრებმა მსოფლიოში ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე კუნძული აღმოაჩინეს. კუნძული, რომლის სახელიც ჯერ მოფიქრებული არ არის, გრენლანდიის ჩრდილოეთით მდებარეობს და შესაძლოა, მალე წყალმა დაფაროს. ამის შესახებ გამოცემა Dawn წერს.

ახალი კუნძული მკვლევრებმა ივლისის ექსპედიციის დროს აღმოაჩინეს. როგორც, ექსპედიციის მონაწილეები აღნიშნავენ, GPS-ის შეცდომის გამო, თავდაპირველად მათ ეგონათ, რომ არა სრულიად ახალ მიწაზე, არამედ კუნძულ ოოდაკეზე იმყოფებოდნენ.

ოოდაკე ჩრდილოეთ პოლუსიდან სამხრეთით დაახლოებით 700 კილომეტრში მდებარეობს, ხოლო ახალი კუნძული მისგან 780 მეტრით არის დაშორებული.

კუნძული ზღვის დონიდან 30-60 მეტრზე მდებარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში ის შესაძლოა წყლის ქვეშ აღმოჩნდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system