თავში

მეცნიერებს 6,7 მილიონი სახეობის დნმ-ის ნიმუშის მთვარეზე შენახვა სურთ

მეცნიერებს 6,7 მილიონი სახეობის დნმ-ის
მეცნიერებს 6,7 მილიონი სახეობის დნმ-ის ნიმუშის მთვარეზე შენახვა სურთ

მეცნიერებს დედამიწაზე არსებული 6,7 მილიონი სახეობის დნმ-ის ნიმუშების ყოველი შემთხვევისთვის მთვარეზე შენახვის იდეა აქვთ. 

იდეის ავტორები თვლიან, რომ დედამიწა არც თუ ისე უსაფრთხო ადგილია და აპოკალიპტური სცენარის განვითარების შემთხვევაში კაცობრიობას "გადასარესტარდებლად"  გეგმა სჭირდება. გეგმის შესახებ მათ The international IEEE Aerospace-ის კონფერენციაზე განაცხადეს, რომელიც წელს ონლაინ ფორმატში ჩატარდა. 

ისინი ფიქრობენ, რომ მთვარეზე, ვულკანურ კრატერებში აშენებული საცავები უსაფრთხოდ შეინახავს გენურ კოდებს, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი გახდება, ცივილიზაციის თავიდან აღმოცენება. 

"ეს ჰგავს ფოტოების და დოკუმენტების დაკოპირებას კომპიუტერიდან მყარ დისკზე, რაც იმ შემთხვევაში გამოგადგებათ, თუ რაღაც ისე არ წავა", - განაცხადა იდეის ერთ-ერთმა ავტორმა და კომპანია SpaceTREx-ის თავკაცმა, ჯეკან ტენგამ.

ტენგას გათვლით, ტექნოლოგიები, როლებიც გეგმის განხორციელებისთვისაა საჭირო, დაახლოებით 30 წელიწადში იქნება ხელმისაწვდომი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system