თავში

მიკროპლასტმასი ადამიანის ტვინში აღწევს - კვლევა

მიკროპლასტმასი ადამიანის ტვინში აღწევს - კვლევა
მიკროპლასტმასი ადამიანის ტვინში აღწევს - კვლევა

მილიონობით ტონა პლასტმასის ნარჩენების უმეტესობა, რომელიც ზღვაში ხვდება, პაწაწინა ფრაგმენტებად იშლება, რომლებსაც მიკროპლასტმასები ეწოდება. 

მიკროპლასტმასი  საფრთხეს უქმნის ზღვის არსებებს. მაგალითად, ის არღვევს ჰერმიტ კიბორჩხალების შემეცნებით უნარს და ასევე იწვევდა თევზებში ანევრიზმებს და რეპროდუქციულ ცვლილებებს. პლასტმასის უმცირესი ნაწილაკები აღმოაჩინეს ზღვის კუს ნაწლავებში, სელაპის ექსკრემენტში. 

თუმცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დადგინდა, რომ მათ შეუძლიათ ადამიანის ფილტვის უჯრედების ფორმის შეცვლაც.

მეცნიერებმა გადაწყვიტეს შეესწავლათ, როგორ მოქმედებს ეს წვრილმანი ნარჩენები ადამიანის ტვინზე და ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე. ამის შესახებ სამეცნიერო გამოცემა Science Direct წერს.

ცდები თაგვებზე ჩატარდა. ადამიანების მსგავსად, თაგვებს აქვთ ჰემატოენცეფალური ბარიერი, რომელიც ხელს უშლის უცხო ნაწილაკების უმეტესობას ორგანოებში შეღწევაში, მაგრამ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მიკროპლასტიკებმა შეძლეს მისი გადალახვა.

როდესაც ნაწილაკები ტვინში შედიან, ისინი გროვდებიან მიკროგლიურ უჯრედებში, ეს უკანასკნელი მონაწილეობს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირების შენარჩუნებაში. მიკროპლასტმასმა უარყოფითად იმოქმედა  უჯრედის გამრავლების უნარზე. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ მიკროგლიური უჯრედები აღიქვამდნენ პლასტმასის ნაწილაკებს, როგორც საფრთხეს და ეს იწვევს ცვლილებებს მათ მორფოლოგიაში. შედეგად, მიკროპლასტიკამ გამოიწვია აპოპტოზი ან დაპროგრამებული უჯრედის სიკვდილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system