თავში

მილიარდერები, რომლებიც მოკრძალებულ სახლებში ცხოვრობენ

მილიარდერები, რომლებიც მოკრძალებულ სახლებში ცხოვრობენ
მილიარდერები, რომლებიც მოკრძალებულ სახლებში ცხოვრობენ

მილიარდერებიც ისევე განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, როგორც თითოეული ჩვენგანი. მათაც აქვთ განსხვავებული მოთხოვნილებები, პრიორიტეტები და კომფორტის  აღქმის ინდივიდუალური უნარი.

მილიარდერების უმეტესობა მდიდრულ სახლებსა და ვილებში ცხოვრობს. თუმცა, გარკვეულ მათგანს კერძო საკუთრებაში ეკონომიის გაკეთება და თანხის სხვა მიზნებისათვის შენახვა ურჩევნია. 

გთავაზობთ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიას, რომლებიც მოკრძალებულ სახლებში ცხოვრობენ.

უორენ ბაფეტი 

ბაფეტი Forbes-ის მილიარდერების სიაში მე-6 ადგილს იკავებს. მისი ქონება 109.2 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული, თუმცა, ამის მიუხედავად, იგი დღემდე ახალგაზრდობის პერიოდში შეძენილ სახლში ცხოვრობს.


ნებრასკაში მდებარე სახლი ბიზნესმენმა 1958 წელს $31,500-ად შეიძინა და თვლის, რომ ეს მის ცხოვრებაში მესამე ყველაზე გონივრული ინვესტიცია იყო. 


ტონი შეი

Zappos-ის გენერალური დირექტორი ტონი შეი ლას-ვეგასში, ტრეილერ პარკში ცხოვრობს.

ტრეილერების ღირებულება 25,900 დოლარიდან იწყება და $139,900-ს აღწევს.

მარკ ცუკერბერგი 

მარკი პოლო ალტოში 7 მილიონ დოლარად შეძენილ სახლში ცხოვრობს, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ Facebook-ის შემქმნელი 120 მილიარდზე მეტს ფლობს ეს მისთვის ნამდვილად ბიუჯეტური შენაძენია.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system