თავში

მილიარდერები, რომლებიც მოულოდნელად გაუჩინარდნენ

მილიარდერები, რომლებიც მოულოდნელად გაუჩინარდნენ
მილიარდერები, რომლებიც მოულოდნელად გაუჩინარდნენ

უმსხვილესი კომპანიების დამფუძნებლები და ბიზნესმენები, რომლებიც მილიარდობით დოლარს ფლობენ, ყოველთვის  ყურადღების ცენტრში არიან. მაგრამ ზოგჯერ პლანეტის უმდიდრესი ადამიანებიც კი  ქრებიან თვალთახედვიდან და უგზო-უკვლოდ იკარგებიაn. ამის მაგალითია Alibaba-ს დამფუძნებელი ჯეკ მა, ასევე  Google-ის დამფუძნებელი, ლარი პეიჯი.

სტივ ფოსეტი

ამერიკელმა ბიზნესმენმა, სტივ ფოსეტმა 1980 წელს  აშშ-ს ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო კორპორაცია - Lakota Trading Inc. დააფუძნა, 1982 წელს გახდა თვითმფრინავების მწარმოებლის Scaled Composites–ის თანამფლობელი. ბიზნესში წარმატების მიუხედავად, 1990 წელს ფოსეტი პენსიაზე გადავიდა და გადაწყვიტა თავისი მომავალი ცხოვრება თავგადასავლებისთვის მიეძღვნა.

2007 წლის 3 სექტემბერს, კიდევ ერთი რეკორდის დამყარების სურვილით, 63 წლის ფოსეტმა ნევადას პატარა თვითმფრინავით გაემგზავრა, რომელიც მოგვიანებით გაუჩინარდა. ათობით თვითმფრინავი და ვერტმფრენი გაფრინდა დაკარგული მილიარდერის მოსაძებნად. თუმცა, 19 სექტემბერს, მილიარდერის ძიება უშედეგოდ დასრულდა.

2008 წლის 1 ოქტომერს ბიზნესმენის თვითმფრინავის ნამსხვრევები ნევადას შტატის საზღვართან, ტყეში აღმოაჩინეს. ნამსხვრევებს შორის იყო ფოსეტის ნივთები და ადამიანის ნეშტი. დნმ ტესტის შედეგებმა, დაადასტურა, რომ ცხედარი ფოსეტს ეკუთვნოდა.

ჯერი კოტონი

Quadriga-ს კრიპტო ბირჟის დამაარსებლის, ჯერი კოტონის გაუჩინარება, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე იდუმალია ამ სიაში. QuadrigaCX არის კანადური კრიპტოვალუტის ბირჟა, რომელიც 2013 წელს დაარსდა. ჯერი კოტონი ფლობდა კომპანიის ყველა აქციას.

2018 წლის ბოლოს ჯერი კოტენი  ინდოეთში გაემგზავრა და როგორც ცნობილია იქ გარდაიცვალა. 

Quadriga–ს ინვესტორებს უცნაურად მიაჩნდათ, რომ კრიპტო ბირჟის დამფუძნებელი კანადაში დაკრძალეს ინდოეთში მისი გარდაცვალებიდან მესამე დღეს, ხოლო მომხდარის შესახებ მომხმარებლებს მხოლოდ ერთი თვის შემდეგ აცნობეს. 

როგორც გაირკვა, კოტონმა თან გაიყოლა Quadriga-ს ყველა კლიენტის დანაზოგი (დაახლოებით $ 137 მილიონი დოლარის) - მხოლოდ მან იცოდა პლატფორმის ყველა პაროლი და გასაღები.

დაზარალებულებმა არაერთხელ სთხოვეს გამოძიებას კოტონის ცხედრის ამოღება, რასაც აქტიურად ეწინააღმდეგება გარდაცვლილის მეუღლე.

ჯეკ მა

მას შემდეგ, რაც 2020 წლის შემოდგომაზე Alibaba-ს დამფუძნებლის, ჯეკ მას კომპანია Ant Group-ის საჯარო შეთავაზება გაუქმდა, მეწარმე მოულოდნელად გაქრა. იგი ბოლოს 24 ოქტომბერს გამოჩნდა. ამ დღეს მილიარდერმა გააკრიტიკა ხელისუფლება და ბაზრის უდიდესი მოთამაშეები.

ხელისუფლების კრიტიკამ პრობლემები შეუქმნა მილიარდერი ანტ ჯგუფისა და თავად ალიბაბას ფინანსურ კომპანიას. 24 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მის წინააღმდეგ ანტიმონოპოლური გამოძიება დაიწყეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system