თავში

მითი და სინამდვილე - ყველაფერი სადეზინფექციო საშუალებებზე

მითი და სინამდვილე - ყველაფერი სადეზინფექციო საშუალებებზე
მითი და სინამდვილე - ყველაფერი სადეზინფექციო საშუალებებზე

რა უნდა ვიცოდეთ ხელის სადეზინფექციო საშუალებებზე:

ფაქტი: ხელის სადეზინფექციო საშუალების გამოყენება ხშირად შეიძლება

ალკოჰოლის ბაზაზე შექმნილი სადეზინფექციო საშუალებები ქმნიან დაცვას მავნე მიკრობების წინააღმდეგ. ალკოჰოლის წინააღმდეგ მიკრობებსა და სხვა პათოგენებს რეზისტენტობის გამომუშავება არ შეუძლიათ.

ფაქტი: სადეზინფექციო საშუალებების შემადგენლობაში შემავალი ალკოჰოლი უსაფრთხოა

ალკოჰოლის უსაფრთხოების შესახებ ინფორაცია იშვიათადაა დატანილი პროდუქტზე. რასაც ნამდვილად იწვევს ეს ნივთიერება არის კანის სიმშრალე. ამიტომაც ალერგიული დერმატიტი იშვიათ, მაგრამ მაინც უკუჩვენებაა, ასევე არსებობს ინტოქსიკაციის შესახებ ინფორმაცია.

ფაქტი: უსაფრთხოა ხელების დამუშავება სადეზინფექციო საშუალებებით, ვიდრე ხელთათმანის ტარება

ხელთათმანის ტარებისას, არსებობს ბაქტერიების ერთი ზედაპირიდან მეორეზე გადატანის რისკი. ხელთათმანის გამოყენება არ გვათავისუფლებს ხელების დამუშავებისგან.

ფაქტი: სადეზინფექციო საშუალებაზე შეხებით არ დავინფიცირდებით

როცა ბოთლიდან ხსნარს ვიღებთ, თავისთავად ხდება მისი დეზინფექციაც. თუ ყველა გამოვიყენებთ სადეზინფექციო საშაუალებას საჯარო სივრცეებში, შევამცირებთ ბაქტერიების გავრცელების რისკს.

ფაქტი: ალკოჰოლის ბაზაზე დამზადებული ხელის სადეზინფექციო საშუალება დამტკიცებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ, როგორც ბაქტერიებთან ბრძოლის პირველადი საშუალება.

სამედიცინო პერსონალი, დამხმარეები, სამედიცინო დაწესებულების მუშაკები ყოველდღიურად იყენებენ სადეზინფექციო საშუალებებს, ბაქტერიების მიერ გამოწვეული სხვადასხვა დაავადებების თავიდან ასაცილებლად.

ფაქტი: მნიშვნელოვანია სადეზინფექციო საშუალების რაოდენობა და მოხმარების წესი

დაიტანეთ ხელზე ისეთი ოდენობა, რომ სრულად მოედოს ორივე ხელს და დაელოდეთ გაშრობას 20-30 წამის განმავლობაში.

ფაქტი: ალკოჰოლის რაოდენობა მნიშვნელოვანია

კარგი დაცვის უზრუნველსაყოფად, ხელის სადეზინფექციო საშუალებაში 60 % ალკოჰოლი უნდა იყოს.

რეკომენდაციაა ხელების დაბანა საპნით ნებისმიერი შესაძლებლობის თანავე, მაგრამ თუ ეს შეუძლებელია, მაშინ ხელის სადეზინფექციო საშუალების გამოყენება აუცილებელია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system