თავში

მითიური არსების, ჩუპაკაბრას ნაწილები აღმოაჩინეს - VIDEO

მითიური არსების, ჩუპაკაბრას ნაწილები აღმოაჩინეს - VIDEO
მითიური არსების, ჩუპაკაბრას ნაწილები აღმოაჩინეს  - VIDEO

ამერიკის შეერთებულ შტატებში, სამხრეთ კაროლინის შტატის მკვიდრმა სანაპიროზე იდუმალი არსების ძვლები აღმოაჩინა.

ერიკა კონსტანტინი სანაპიროზე სეირნობდა, როდესაც შენიშნა, რომ მისმა ძაღლმა მიწაში დამარხულ ძვლებს მიაგნო. ერიკამ აღმოჩენილ ნაწილებს ვიდეო გადაუღო და სოციალურ ქსელში განათავსა, რათა სხვების დახმარებით ცხოველის იდენტიფიცირება მოეხდინა.

სოციალურ ქსელში ატვირთულ ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოყვა. ნაწილის აზრით ეს შესაძლოა ფოცხვერის ნაწილები იყოს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ არსებას თვალები არ აქვს. ერთ-ერთი, ყველაზე პოპულარული მოსაზრების თანახმად ნაწილები მითიურ არსებას, ჩუპაკაბრას ეკუთვნის.

ერიკამ აღმოჩენილი სხეულის ნაწილების ფოტოები შესასწავლად ადგილობრივ კოლეჯში გადაგზავნა, რათა ექსპერტებმა მისი იდენტიფიცირება მოახდინონ. ამ დროისთვის ცხოველის წარმომავლობის შესახებ ზუსტი პასუხი არ არსებობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system