თავში

მკვდარი ზღვა გაქრობის პირასაა - ფოტორეპორტაჟი

მკვდარი ზღვა გაქრობის პირასაა - ფოტორეპორტაჟი
მკვდარი ზღვა გაქრობის პირასაა - ფოტორეპორტაჟი

ფოტოგრაფმა სპენსერ ტუნიკმა მკვდარი ზღვის დაშრობას ფოტორეპორტაჟი მიუძღვნა. ფოტოგრაფმა ორასამდე შიშველი ადამიანი, რომელთაც სხეული თეთრი საღებავით ჰქონდათ შეღებილი, დამშრალი ზღვის ნაპირებთან გადაიღო.

როგორც გამოცემა CNN წერს, თეთრად შეღებილი ადამიანების სხეულები მარილის სვეტებს გამოსახავს, გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ მკვდარი ზღვა ყოველწლიურად 1 მეტრით შრება.

"ეკოლოგიური პრობლემებისა და ადამიანის სხეულის გაერთიანებით მინდოდა მეჩვენებინა, რომ ადამიანი ბუნების წინაშე დაუცველია, ისევე, როგორც ბუნებაა დაუცველი ადამიანისგან. კაცობრიობას შეუძლია გავლენა მოახდინოს ოკეანეებზე. ვფიქრობ მკვდარი ზღვის მსგავსად მყიფე ადამიანის სხეულის ჩვენებით საზოგადოების ყურადღების მიპყრობას შევძლებ", - აცხადებს ფოტოგრაფი.

სპენსერ ტუნიკი  ამერიკელი ფოტოხელოვანია, რომელიც ხალხმრავალი შიშველი ფოტოების გადაღებით არის სახელგანთქმული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system