თავში

მომავალი ალკოჰოლიკების იდენტიფიცირება სისხლის ანალიზით გახდება შესაძლებელი

მომავალი ალკოჰოლიკების იდენტიფიცირება სისხლის ანალიზით გახდება შესაძ
მომავალი ალკოჰოლიკების იდენტიფიცირება სისხლის ანალიზით გახდება შესაძლებელი

აღმოსავლეთ ფინეთის უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევების თანახმად, სისხლის ანალიზის შედეგად შესაძლებელია დადგინდეს, იქნება თუ არა  ადამიანი სამომავლოდ ალკოჰოლზე დამოკიდებული. შესაბამისი კვლევა გამოცემა Alcoholism: Clinical and Experimental Research-ში გამოქვეყნდა.

გამოცემის ცნობით, კვლევა მეტაბოლომიკის მეთოდების გამოყენებით ჩატარდა. კვლევაში მონაწილე პირები 1980 წელს შეირჩნენ. მეცნიერებმა შეისწავლეს იმ პაციენტების სისხლის ანალიზები, რომლებსაც მოგვიანებით ალკოჰოლიზმი განუვითარდათ. გამოკვლევამ აჩვენა, რომ ექსპერიმენტის დასაწყისში კვლევაში მონაწილე პირთა სისხლში სეროტონინისა და ასპარაგინის დონე მნიშვნელოვნად დაბალი იყო.

როგორც მეცნიერები განმარტავენ, სეროტონინი მნიშვნელოვანი ნეიროგადამცემია, ხოლო ასპარაგინის დაბალი დონე შეიძლება ასოცირებული იყოს ალკოჰოლით გამოწვეული ორგანოების დაზიანების რისკთან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system