თავში

მომავლის iPhone-ებს დეპრესიის დიაგნოსტირება შეეძლებათ

მომავლის iPhone-ებს დეპრესიის დიაგნოსტირება შეეძლებათ
მომავლის iPhone-ებს დეპრესიის დიაგნოსტირება შეეძლებათ

ამერიკული კომპანია Apple მუშაობს რამდენიმე ახალი ფუნქციის შემუშავებაზე, რომელიც მომავალ iPhone-ებზე იქნება ხელმისაწვდომი.

როგორც გამოცემა The Wall Street Journal წერს,  კომპანია ეძებს გზებს მომხმარებლებში დეპრესიის და კოგნიტური დაქვეითების გამოსავლენად.

მოწყობილობებს შეეძლებათ სენსორების მონაცემების გამოყენება, რომლებიც მონიტორინგს გაუწევენ iPhone მფლობელების მობილურობას, აქტიურობას და ძილის რეჟიმს. თავის მხრივ, კომპანიის მიერ შექმნილი ალგორითმები შეამჩნევს ამ ცვლილებებს და ხელს შეუწყობს დეპრესიის იდენტიფიცირებას.

Apple ასევე ცდილობს შექმნას ალგორითმი, რომელსაც შეუძლია ბავშვებში აუტიზმის გამოვლენა. Apple იმედოვნებს, რომ ეს მომავალში გახდება "მისი მოწყობილობების უნიკალური ფუნქციების საფუძველი".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system