თავში

მთავრობა ინფიცირების მსუბუქი შემთხვევების ბინაზე მართვის შესაძლებლობას განიხილავს

მთავრობა ინფიცირების მსუბუქი შემთხვევების ბინაზე მართვის შესაძლებლობას
მთავრობა ინფიცირების მსუბუქი შემთხვევების ბინაზე მართვის შესაძლებლობას განიხილავს

ამერიკისა და ევროპის ბევრ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მსუბუქ შემთხვევებს ექიმები სახლის პირობებში მართავენ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველოში მსგავსი პრაქტიკის შესაძლებლობაზე საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში იმსჯელეს. დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შესაბამისი რეკომენდაციები მისცა მთავრობას. 

გამყრელიძემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. 

80% შემთხვევებისა მიმდინარეობს მსუბუქად და ამერიკის და ევროპის ბევრ ქვეყანაში მსუბუქ შემთხვევებს მართავენ ექიმები, სახლის პირობებში და ეს არ არის თვითმკურნალობა“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 3 - გამოჯანმრთელებულია. კარანტინის რეჟიმში 2 956 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 291.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system