თავში

მცენარე, რომელიც კორონავირუსის 97%-ს 5 წუთში უმკლავდება

მცენარე, რომელიც კორონავირუსის 97%-ს 5 წუთში უმკლავდება
მცენარე, რომელიც კორონავირუსის 97%-ს 5 წუთში უმკლავდება

გერმანიის ულმის სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებმა დაასახელეს პროდუქტი, რომელიც ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირების ალბათობას ამცირებს. შესაბამისი კვლევა სამეცნიერო ჟურნალ bioRxiv-ში გამოქვეყნდა. 

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ის კორონავირუსის პრევენციის საკმაოდ ეფექტიანი საშუალებაა. კვლევების თანახმად, პირის ღრუს და ყელის შავი ცირცელისა და ბროწეულის წვენით, აგრეთვე, მწვანე ჩაის ნაყენით გამორეცხვა ორგანიზმს კორონავირუსის ინფექციისგან იცავს.

მეცნიერებმა ბუნებრივ პროდუქტებს ვირუსები შეურიეს და ოთახის ტემპერატურაზე გარკვეული დროით გააჩერეს. კვლევებით დადგინდა, რომ შავი ცირცელის წვენი COVID-19-ის ნაწილაკების დაახლოებით 97%-ის ინაქტივაციას სულ რაღაც 5 წუთში ახდენს. 

გარდა ამისა, ბროწეულის წვენს აქვს ძლიერი ანტივირუსული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ბროწეულის წვენი და მწვანე ჩაი კორონავირუსს 80%-ით უმკლავდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system