თავში

მზექალა შანიძე დღეს 94 წლის გახდა

მზექალა შანიძე დღეს 94 წლის გახდა
მზექალა შანიძე დღეს 94 წლის გახდა

დღეს ქართული ენის მოამაგის, აკადემიკოს, მზექალა შანიძის, დაბადების დღეა. ის 94 წლის გახდა.
ქალბატონი მზექალა ცნობილი ენათმეცნიერის აკაკი შანიძის შვილია. თუმცა, მას ქართული ენის წინაშე მამაზე არანაკლები წვლილი მიუძღვის.
1948 წელს მან დაამთავრა მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი.

1953 წლიდან მზექალა შანიძე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1981 წლიდან). არის 100 სამეცნიერო ნაშრომის, თარგმანებისა და მონოგრაფიების ავტორი. 

მათ შორის: „ძველი ქართული გრამატიკული ტრაქტატი“ (1990), 

„ცხოვრება მეფეთ–მეფე დავითისა“ (1992), 

„ახლადაღმოჩენილ ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა“ (სამენოვანი წიგნის ინგლისური ნაწილის თარგმანი, ათენი, 2005).

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ფარინგალური ბგერები ძველ ებრაულ ენაში“, დაიცვა 1951 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა — „ფსალმუნთა წიგნის ძველი ქართული თარგმანები“, დაიცვა 1974 წელს.

მზექალა შანიძე გახლავთ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი, აკადემიკოსი.

1996 წელს მან მიიღო ღირსების ორდენი, 1990 წელს კი - აკაკი შანიძის სახელობის პრემია.

repor. ge ულოცავს ქალბატონ მზექალას იუბილეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system