თავში

Nail Bar-ებში მუშაობა შესაძლოა სასიკვდილო იყოს

Nail Bar-ებში მუშაობა შესაძლოა სასიკვდილო იყოს
Nail Bar-ებში მუშაობა შესაძლოა სასიკვდილო იყოს

ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც Nail Bar-ებს სტუმრობს, აღნიშნავს, რომ სალონში ყოველთვის დგას სპეციფიკური სუნი, რომელიც ფრჩხილის შესაღებ საშუალებებსა და მათ მოსაშორებელ სითხეებს აქვს. ვინაიდან კლიენტები ასეთ დაწესებულებებში მცირე დროს ატარებენ, ეს მათთვის საშიში არ არის, მაგრამ სალონებში მომუშავე პერსონალისთვის ეს შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს.

კოლორადოს შტატის უნივერსიტეტის მეცნიერები ახალ კვლევას აქვეყნებენ, სადაც აღნიშნულია, რომ ეს საშუალებები აქროლადი ორგანული ნივთიერების საშიშ დონეს გამოყოფს, რამაც, დიდი რაოდენობით კონცენტრაციის შემთხვევაში, შესაძლოა სასუნთქი სისტემების ფუნქციების დარღვევა, უშვილობა და კიბო გამოიწვიოს. ოთახის ტემპერატურის პირობებში ეს ორგანული შენაერთები მაღალტოქსიკურ ორთქლსა და აირად ადვილად ტრანსფორმირდება.

მკვლევარებმა Nail Bar-ებში ბენზოლის და ფორმალდეჰიდის დონე შეამოწმეს და აღნიშნეს, რომ ის დასაშვებ ნორმას აღემატება. ასეთი ნივთიერებების ფრჩხილის მოვლის სპეციალისტების ორგანიზმზე მუდმივი ზემოქმედების პირობებში 20 წლის განმავლობაში კიბოს განვითარების რისკებს ზრდის. გარდა ამისა, კვლევაში მონაწილე თანამშრომელთა 70% თავის ტკივილებს, კანის ალერგიულ რეაქციებს და თვალის არეში გაღიზიანებას უჩიოდა. 40% კი აცხადებდა, რომ სამუშაო დღის ბოლოს სხვადასხვა სახის დისკომფორტს განიცდიდა.

სპეციალისტების თქმით, მიღებული შედეგები იმ პრობლემების ანალოგიურია, რაც ნავთობგადადამუშავებელი მრეწველობისა და ავტოსერვისების მუშაკების შემთხვევაში დაფიქსირდა.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system