თავში

ნანუკა ჟორჟოლიანი: გიპასუხებთ კითხვაზე, როგორ გავხდი

ნანუკა ჟორჟოლიანი: გიპასუხებთ კითხვაზე, როგორ გავხდი

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში პოსტს იმის შესახებ აქვეყნებს, თუ როგორ დაიკლო წონაში. მისი თქმით, მთავარი პრინციპი კვების 18-საათიანი შეზღუდვაა. 

"თავიდან დავიწყე 16 საათიანით. რაც ნიშნავს იმას რომ ბოლო კვება მქონდა საღამოს 6 ზე და პირველი მეორე დღის ათზე. შუალედში ვსვამდი პიტნის ჩაის და წყალს.

არ ვჭამდი პურს, მაკარონს, ბურღულეულს და ამოღებული მქონდა ტკბილი. ნუ, ტაფაზე, ზეთში შემწვარ საჭმელს მე ისედაც არ ვჭამ, კვერცხს მხოლოდ. ორი თვე გრამი ვერ დავიკელი და შემდეგ უკვე წავიდა ნელი კლება. 3 აპრილიდან დღემდე დავიკელი 17 კილო. მოგვიანებით გადავედი 18 საათიანზე და ეს საათები შეგიძლიათ მოირგოთ საკუთარ რეჟიმზე. გააჩნია ვინ როდის იძინებთ. ახლა უკვე ვჭამ

ყველაფერს, აჭარულს, ხინკალს, ნამცხვარს. იმიტომ რომ მხოლოდ ვინარჩუნებ წონას და ვარ მყარად 18 საათიანზე.

- შუალედში მხოლოდ ჩაი და წყალი.

- თუ თავიდან კლება არ იქნება არ დანებდეთ.

- კლება ნელია, მაგრამ როცა დარღვევა მოგინდებათ არ იმატებთ მაშინვე. მე 6 თვის შემდეგ დავარღვიე პირველად და ზოგადად, ამ ხნის მანძილზე დარღვეული მაქვს 4 ჯერ. ამიტომ არ შეეჩვიოთ დარღვევას.

- ამდენ წლიანი გამოცდილების შემდეგ მივხვდი რომ 18 საათიანი არის ცხოვრების წესი და მთავარი ეგაა. არანაირი მონო დიეტები. ფორმაში ყოფნა არის ცხოვრების წესი.

აბა, წარმატებებს გისურვებთ", - ნათქვამია ტელეწამყვანის პოსტში. 
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system