თავში

ნაპოლეონის ბოტფორტებს აუქციონზე გაყიდიან  

ნაპოლეონის ბოტფორტებს აუქციონზე გაყიდიან  
ნაპოლეონის ბოტფორტებს აუქციონზე გაყიდიან  

ჩექმას, რომელსაც ნაპოლეონ ბონაპარტი წმინდა ელენეს კუნძულზე ატარებდა, აუქციონზე «Binoche et Giquello» გაყიდიან, რომელის 29 ნოემბერს გაიმართება.

მანამდე დამთვალიერებელს ლოტს პარიზში მდებარე აუქციონის სახლი Drouot შესთავაზებს.

ისტორიკოსების ცნობით, ბოტფორდები ბონაპარტმა მეწაღე ჟანს უკვეთავდა, რომელიც მონმარტრზე მუშაობდა.

ნაპოლეონის გარდაცვალების შემდეგ ფეხსაცმელი გენერალმა ანრი-გასიენ ბერტრანმა მოქანდაკე კარლო მაროკეტის გადასცა, რომელიც იმ პერიოდში იმპერატორის ძეგლზე მუშაობდა.

გენერალი ბერტრანის პროექტის დასრულებამდე გარდაიცვალა, შედეგად ბოტფორტები მაროკეტისთან ინახებოდა.

შემდეგ მოქანდაკის შვილმა ფეხსაცმელი სენატორ პოლ ლე რუს გადასცა, რომელიც მას აქამდე ფლობდა.

წინასწარი შეფასებით, ბოტფორტების ფასი 50-80 ათას ევროს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system