თავში

NASA-მ ასტეროიდებთან შესაჯახებლად სპეციალური აპარატი შექმნა

NASA-მ ასტეროიდებთან შესაჯახებლად სპეციალური აპარატი შექმნა
NASA-მ ასტეროიდებთან შესაჯახებლად სპეციალური აპარატი შექმნა

NASA ასტეროიდების გადამისამართების მისიის ტესტირებისთვის ემზადება. ამის შესახებ გამოცემა CNN წერს.

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულმა აერონავტიკისა და კოსმოსის ადმინისტრაციამ შექმნა სპეციალური მოწყობილობა, რომელიც დედამიწისაკენ მომავალ ასტეროიდებს შეეჯახება და გაანადგურებს.

სააგენტოს სურს შეამოწმოს როგორ მუშაობს კოსმოსური ობიექტების ტრაექტორიის შეცვლის მექანიზმი.

მისია 2021 წლის 23 ნოემბერს დაიწყება. უკვე 2022 წლის სექტემბერში აპარატი ასტეროიდ დიმორფს უნდა შეეჯახოს და ტრაექტორია შეუცვალოს.

შეგახსენებთ, NASA-ს ცნობით, ჩვენს პლანეტასთან ახლოს, 2,5 მილიონი კილომეტრის მანძილზე ასტეროიდი 1998 SD9 ჩაივლის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system