აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (NASA) კოსმოსურმა ხომალდმა იუპიტერის თანამგზავრის, განიმედეს გვერდით ჩაფრენისას ხმა ჩაიწერა. ამის შესახებ Report.ge გამოცემა Jet Propultion Laboratory-ზე დაყრდნობით წერს.
„იუპიტერისკენ ფრენისას განიმედეს გვერდით ფრენისას ჩაწერილი აუდიოჩანაწერი დაუვიწყარი მოგზაურობის სურათს გვთავაზობს“, - ნათქვამია NASA-ს მოხსენებაში.
ხმოვანი ჩანაწერის გასაკეთებლად NASA-მ Waves-ის ტექნოლოგია გამოიყენა, რომელიც იუპიტერის მაგნიტოსფეროში წარმოქმნილ ელექტრულ და რადიოტალღებს აღრიცხავს. მეცნიერებმა მათი სიხშირე აუდიოდ გარდაქმნეს.
Jet Propultion Laboratory-ის ცნობით, ჯუნოს კოსმოსური ხომალდის განიმედთან უახლოესი ფრენისას კოსმოსური ხომალდი თანამგზავრის ზედაპირიდან 1038 კმ მანძილზე იყო დაშორებული და 67000 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა.