თავში

NASA-მ კოსმოსში ყველაზე მძლავრი თანამგზავრი გაუშვა

NASA-მ კოსმოსში ყველაზე მძლავრი თანამგზავრი გაუშვა
NASA-მ კოსმოსში ყველაზე მძლავრი თანამგზავრი გაუშვა

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის ეროვნულმა სააგენტომ  დედამიწის მონიტორინგის ყველაზე მძლავრი თანამგზავრი, Landsat 9, ორბიტაზე გაუშვა. ამის შესახებ გამოცემა ВВС წერს.

გამოცემის ცნობით, რაკეტა კალიფორნიის ვანდერბერგის კოსმოსური ბაზიდან 27 სექტემბერს, 21:12 საათზე გაგზავნეს.

იგი აღჭურვილია მაღალი რეზოლუციის კამერით და მგრძნობიარე ინფრაწითელი სენსორით, რომელსაც ერთად შეუძლია აჩვენოს დედამიწა 11 სპექტრულ ზოლში და უზრუნველყოს სურათები 15 მეტრამდე გარჩევადობით. Landsat 9 დედამიწის გარშემო ბრუნავს პლანეტის პოლუსებიდან დაახლოებით 700 კილომეტრის სიმაღლეზე. მოწყობილობას შეუძლია დაფაროს მთელი პლანეტა მხოლოდ რვა დღეში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system