
აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის ეროვნულმა ადმინისტრაციამ (NASA) ორი გალაქტიკის ერთმანეთთან შერწყმის პროცესი დააფიქსირა. შესაბამის ინფორმაციას "ჩანდრას" ობსერვატორია Twitter-ზე ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ კოსმოსში ორი ერთი და იგივე ზომის გალაქტიკაა (სისტემა AM 2026-424), რომლებიც ერთმანეთს ერწყმის.
ეს გალაქტიკები დედამიწიდან დაახლოებით 700 მილიონი სინათლის წლის მანძილის დაშორებით მდებარეობს.
თავად გალაქტიკები გარშემორტყმულია ვარსკვლავთწარმოქმნის ინტენსიური რგოლით. მათი შერწყმა სახის ფორმას ქმნის.
