თავში

NASA-მ მარსმავალ Perseverance-ის ახალი აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა

NASA-მ მარსმავალ Perseverance-ის ახალი აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა
NASA-მ მარსმავალ Perseverance-ის ახალი აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა

აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ (NASA) მარსმავალ Perseverance-ის ახალი აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა. მათზე ისმის მარსის ქარის და ლაზერის სროლის ხმები, რომლებიც დაახლოებით 3 მეტრის მანძილიდან ქვის მასისკენ არის მიმართული.

”მიღებული ხმები შესანიშნავი ხარისხისაა”, - ამბობს ტულუზის ISAE Supaero- ს კოსმოსური ინჟინერიის სკოლის ლექტორი ნაომი მერდოკი.

მისი თქმით, ის ვერასოდეს იფიქრებდა, რომ ოდესმე მარსის ზედაპირზე ჩაწერილ პირველ ხმებს შეისწავლიდა.

NASA Perseverance Rover’s SuperCam Records Wind on Mars

”ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანი იქნება იმის დასადგენად, თუ რომელი ნიმუში უნდა იყოს შენახული და გაგზავნილი დედამიწაზე ჩვენი რევოლუციური კამპანიის ფარგლებში, რომელიც კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური მიღწევა იქნება”, - დასძინა NASA-ს ვაშინგტონის ოფისის თანამშრომელმა, თომას ზურბუჰენმა. 

NASA First Acoustic Recording of Laser Shots on Mars

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system